ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე - ავტობუსი, რომელსაც თელავის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა, გადაბრუნდა.

სრულად...

ყველა უწყებაში - იქნება თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ა.შ. რუსეთს ანუ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, მათ შორის თანამდებობებზე, ჯაშუშები და ამ ჯაშუშებს ფულს უხდის არა მტრულად განწყობილი სახელმწიფო, არამედ თავად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პეტრე დევრიშაძის საკითხთან დაკავშირებით.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ბოლო პერიოდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნეს და ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის რეფორმა გრძელდება. ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. შესაბამისად გაფართოვდა მათი სამოქმედო არეალიც.

სრულად...

13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით მოემატება. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 19 ივნისს პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

სრულად...

„ზოგადად, მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა, ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ დღეს გამოაქვეყნა, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა.

სრულად...

ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას პირმა ორი ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ერთ-ერთისთვის ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა შეერთებულ შტატებში კონგრესმენებთან შეხვედრები გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დეპუტატის მისამართით გაჟღერებულ გამონათქვამებზეც იყო საუბარი.

სრულად...

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მესამე სექტორის მხრიდან სხვადასხვა აზრი გამოითქვა, მათ შორის გახმოვანდა პოზიცია - ხომ არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით გამოკითხულები არ არიან.

სრულად...

რეკომენდაციები, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა, უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი