სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, როცა ვაშინგტონიდან ნიუ ჯერსიში, თავის კერძო გოლფის კლუბში მიფრინავდა, ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფინეთში 16 ივლისს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის საკითხს წამოწევს და ასევე განიხილავს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და სირიის ომს.
შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთში ჯეიმს მელვილმა თანამდებობა დატოვა, რაც გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეებისადმი გაკეთებული კომენტარებისგან გამოწვეულ იმედგაწბილებას უკავშირდება.
მოწმეების თავდაპირველი გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაცია არ განსხვავდება დაკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციისგან, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი, მამუკა მდინარაძე ხორავას საქმის მასალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დაკავშირებით, თითქოს საქმეში მოწმეთა ნაწილის დაკითხვის ოქმები არ არსებობს.
2018 წლის მაისიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა ჟინვალში, ორგანიზაციის „შინ მოვლის დიაკონური სამსახურისა“ და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შინ მოვლის პროგრამა ამოქმედდა.
ონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მიულოცა, კანადურ მხარეს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებსა და უწყებათაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ჩეხეთის რესპუბლიკის, მორავიის მხარის ოლომოუცის უნივერსიტეტის საერთაშორისო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს მერიის სააქტო დარბაზში შეხვდა.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძის პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე შარშან. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში გარკვეული ოპტიმიზმის საფუძვველს იძლევა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე 6 თვის ანგარიში წარადგინა.
კარიერზე ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე ტრაქტორით მუშაობდა, ქანების ჩამოშლის შედეგად კი, მასაში მოჰყვა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.