სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილი განცხადებას, რომ ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს მას ბრალი.
Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში მე-17 ადგილზეა. კვლევა „მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენაა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ილია წულაია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს და საგადასახადო დავალიანებების შესახებ პრემიერის ინიციატივას აფასებს.
თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს ბრძოლაში გვიწვევენ - ამ ბრძოლასაც მიიღებენ, აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე გამოკითხეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გამყარდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარად შეიძინა და 29 ივნისს მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა პირადად ჩაიბარა.
იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში გზის დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
საქართველო ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც სავალუტო ფონდს აქვს. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„ძალიან რთული იყო ადამიანური და მორალური თვალსაზრისით იმ ჩვენებების მოსმენა, რომლებიც ვაჩეიშვილისგან და ბატონი ნიკოლოზის მეუღლისგან მოვისმინეთ", განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი, მამუკა მდინარაძე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის და მისი მეუღლის დაკითხვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.
რუსული მხარის მიერ დაკავებული 2 ქართველი მესაზღვრე თავისუფალია. მესაზღვრეები ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ტერიტორიაზე ვერტმფრენით ამ წუთებში გადმოიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.