ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე, სასტუმროში გაიმართება. როგორც ეს თეთრმა სახლმა დაადასტურა.
ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, რიგგარეშე სხდომაზე პირველ საკითხად განიხილული იქნება საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“.
თბილისის მეტროპოლიტენმა, 2,5-დღიანი გაფიცვის შემდეგ, მუშაობა განაახლა. მემანქანეები დღეს სამუშაოზე დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე გავიდნენ.
ემანუელ მაკრონმა უარი თქვა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დეტალების გამჟღავნებაზე და ამასთან დაკავშირებით ის ციტატა მოიშველია, რომელსაც გერმანიის იმპერიის პირველ კანცლერს, ოტო ბისმარკს მიაკუთვნებენ. აღნიშნულის შესახებ Ouest France-ი წერს.
არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტებს შეხვდა. როგორც ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვერხვანის უბანში სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და საკვები პროდუქტები მიუტანეს.
გიორგი ტატუნაშვილმა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყენების შემდეგ, გუშინ, 5 ივნისს განაცხადა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელებთან შეხვედრას აპირებდა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.
„როცა ევროპარლამენტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მომავალსა და ციფრულ ევროპას, შესაძლებლობა გვექნება იმაზეც ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, თუ არ გვინდა, რომ ის მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩეს“, ასეთ განცხადებას აკეთებს ევროპარლამენტარი, რომელიც თბილისში მიმდინარე EuroDIG 2018-ს - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მონაწილეობს.
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.