შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოვა ირანთან დადებული ობამას ეპოქის ბირთვული შეთანხმებიდან.
3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს კი დაზიანებები აქვს მიღებული, სოფელ ქსანში სამგზავრო ავტობუსის ავარიაში მოყოლის შედეგად. გავრცელებული ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტობუსმა მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, ვლადიმერ პუტინის მიერ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა დაამტკიცა.
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კონტროლიბეად ტერიტორიაზე ხნულების გავლებას ეხმაურება.
სველი სალფეთქები, რომელიც დაბინძურებული ხელების გასაწმენდად, თვალის გარშემო გრიმის მოსაცილებლად, ისევე როგორც ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში სხვადასხვა რამის მოსაწმენდად გამოიყენება, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა, ხმარებიდან იქნეს ამოღებული, იტყობინება BBC.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარს, ხოლო ვეტერანთან გათანაბრებულ პირებს 300 ლარს გადასცემს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო სამუშაოებს იწყებს. პირველ ეტაპზე, განხორციელდა ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 300 არაგველის მემორიალის განათება, მოეწყო სათანადო სისტემა.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი შემაშფოთებელი ვითარება და მცოცავი ანექსიის შემთხვევები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.
თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის პრეზენტაციას დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა. ავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.