ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მოძრავ მატარებელთან შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ბავშვი დაიღუპა, ხოლო სხვა შვიდს კი კრიტიკული დაზიანებები აქვს მიღებული.
სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური სანკ-პეტერბურგის საავადმყოფოშია გადაყვანილი, იტყობინება ტელეკომპანია НТВ.
რევოლუციურმა ფედერაცია „დაშნაკცუტუნმა“ სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიიდან“ გასვლის შესახებ გამოაცხადა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ნატოს კვირეულის ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევების ლეგიტიმაცია მის ქვეყანასთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შეცვლასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ მათ „უფლება არ აქვთ“ შვიდი მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების და განხილვების საგნად აქციონ.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთაშორისო სამხედრო შტაბის დირექტორი იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ იან ბრუქს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, „რუსთავი 2" ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის დღეს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა სავალდებულო ხდება.
„ტელეიმედის“ დარბევის ფაქტზე სოდის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა ბადრი პატარკაციშვილის „ლამის დახვრეტას და „იმედის“ მიწასთან მოსწორებას“ და ივანიშვილი სწორედ კოდუას უნდა უმადლოდეს, რომ ცოცხალია და „ხეზე ჩამომხრჩვალი არ კონწიალობს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.