შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებასა და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას არ გულისხმობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ნინოწმინდაში დღეს სომეხთა გენოციდის 103 წლისთავი აღნიშნეს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა მსხვერპლთა წმინდა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები დღეს, 24 აპრილს ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება.
შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში მისი მეუღლის, ბარბარას დასაფლავებიდან მეორე დღეს საავადმყოფოში მოათავსეს.
მომავლის რწმენის უქონლობამ, სოციალურმა სირთულეებმა და უკმაყოფილების გრძნობამ მიიყვანა სომხეთი სახალხო მღელვარებამდე, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში.
კანადის ქალაქ ტორონტოში 25 წლის მამაკაცმა, ალეკ მინასიანმა ფურგონი ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს დააჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 10 ქვეითად მოსიარულე და დაზიანებები მიიღო 15-მა სხვა ადამიანმა.
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მთავრობის გადადგომა დააკმაყოფილა, აცხადებენ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.