„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ -ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 აპრილს სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა.
ბელგიურმა სასამართლომ 2015 წლის პარიზის ტერორისტული თავდასხმების ერთადერთი გადარჩენილი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის მიმართ განაჩენი გამოიტანა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ლაშეში (ზედა ლაშე) გზის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას - რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება და „ტატუნაშვილის საქმე“ ხელს ვერ შეუშლის ამ პოზიტიურ პროცესს - ეხმაურება და „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, რომ ზახაროვას „ოპტიმიზმის საფუძველს“ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა აძლევს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქართული-რუსული ურთიერთობების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
დაბა მესტიაში, ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილის “ ტერიტორიაზე, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა.
„გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში იმყოფებდა, სადაც ახლადშექმნილი საფეხბურთო გუნდის -„ბულაჩაურის’’ ფეხბურთელებს შეხვდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის აუცილებლობას ხედავს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ხედავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.