სასამართლომ ე.წ. სერგო თეთრაძის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფლების, იმერთუბნისა და იჯარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთის აღდგენა.
მადლობა ყველა თქვენგანს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ აღმშენებლობის პროცესში, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” გაძლიერების პროცესში. თქვენი წვლილი მომავალშიც იქნება უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ გვმართებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენი საქმის შედეგი უნდა იყოს კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ვისაც ეწყინაო, ცივი წყალი დალიოსო - ნათქვამია და ჯერ არ ცხელა ისე, რომ ცივი წყალი დავლიო, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ადიგენის მუნიციპალიტეტი დედამიწის დღესთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
„ის დაპირებები, რომლებიც გაიცა ჩვენს მიერ ორი წლის წინ არის პირნათლად შესრულებული“, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, 2012 წლის გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატია.
ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიხარულოა ჩამოსვლა აჭარაში, სადაც ყოველთვის პატრიოტული სულისკვეთება, სამშობლოს სიყვარული და განსაკუთრებული მაჯისცემა იგრძნობა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ერევანში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას ათეულობით სამხედრო ფორმიანი ადამიანი შეუერთდა. ისინი ამტკიცებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასათან, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან და მის მეზობლებთან ურთიერთობასთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.