სტრასბურგში, 23-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.
ღია პირველობას, რომელიც 20, 21 და 22 აპრილს მიმდინარეობდა,საქართველოში ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ჯავახია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგიონული კონფერენციები 23 აპრილს ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
ნიკარაგუას პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ სოციალური მიმართულებით დაწყებული საპენსიო რეფორმები შეაჩერა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ქვეყანაში მასობრივმა პროტესტმა იფეთქა და ქუჩებში პენსიონერების და სტუდენტების დიდი ტალღა გამოვიდა, სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლისას კი სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხოლო 100-ზე მეტმა დემონსტრანტმა დაზიანებები მიიღო.
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, რაც „ყველას არ მოსწონს საქართველოში და განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
იმ დროს, როცა შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთთან შესახვედრად ემზადებიან, რა დროსაც ფხენიანის ბირთვული განიარაღების საკითხი უნდა იყოს განხილული და კიმ ჩენ ინმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ აჩერებს ქვეყნის ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს და ხურავს ბირთვული გამოცდის ადგილს, ირანი - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მოუთვინიერებელი სახელმწიფო, გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ თუკი ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმების პირობებს დაარღვევს და ქვეყანას ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თეირანი დასავლეთის სახელმწიფოთა ძალისხმევით შეჩერებულ ბირთვულ პროგრამას განაახლებს.
თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბით განხორციელებულ თავდასხმას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან, 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვა 50-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
ერევანში, სადაც პოლიციამ დემონსტრაციის დარბევა დაიწყო, ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი და ასევე ასეულობით აქტივისტი დააკავა.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, ოპოზიციის ლიდერთან, ნიკოლ პაშინიანთან, რომელიც მის გადადგომას მოითხოვს, ხანმოკლე, უშედეგო დიალოგის შემდეგ მოლაპარაკებები დატოვა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. აკაკი მისირელი ე.წ. მესაზღვრეებმა, საოკუპაციო ხაზთან ახლო მდებარე სოფელ ქერედან წაიყვანეს. როგორც „კურიერს“ მისი ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და სავარაუდოდ, საოკუპაციო ხაზთან არსებულ წყაროზე აიყვანეს, რომელიც ე.წ. სადავო ტერიტორიაზეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.