პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტი აბდურრაჰმან კაანი ხელმძღვანელობს. აღნიშნულმა ასოციაციამ თბილისში ოფისი დააფუძნა, რომელიც ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გიგანტი სახელმწიფო კომპანია „China Merchants Group” და მის ჯგუფში არსებული შვილობილი კომპანიების: „China Merchants Industrial Holding”, „China ZTT” და „Celestial Capital and Celestial Energy” წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას I ქვეითი ბრიგადის, მე-11 ბატალიონისა და 21-ე ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ, რომლებიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.
უწყებათშორისი კოორდინაციისა და შეიარაღებული ძალების კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სისტემის დახვეწის მიზნით ეროვნულ გვარდიაში სამეთაურო-საშტატო სწავლება „შამქორი 2018“ დაიწყო.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „დუშეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის’’ ორგანიზებით, ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნადიბაანში დასუფთავების აქცია გაიმართა.
„სიღარიბის აღმოფხვრა უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებისათვის და ამისათვის, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნოთ ჩვენი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის სისტემების გაუმჯობესებაზე", ამის შესახებ "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრემიერი, კარენ კარაპეტიანი გახდა, განაცხადეს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში.
პრინც უილიამს და მის მეუღლეს, კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს მესამე შვილი - ვაჟი შეეძინათ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სერგო თეთრაძის საქმეზე დამნაშავედ სცნო, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0086 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.