საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, USAID Zrda მუშაობს ადგილობრივი თემების მონაწილეობით ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარებაზე.
მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯგუფი ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს.
330 კვ ეგხ „გარდაბანი“ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისო ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის მეშვეობითაც წარმოებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებისის პარალელურ რეჟიმში მუშაობა, ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემა 500 კვ ეგხ „კავკასიონით“ პარალელურ რეჟიმში მუშაობას ახორციელებს რუსეთის ენერგოსისტემასთან. აქედან გამომდინარე 330 კვ ეგხ „გარდაბანი“ იმყოფება მარქაფში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ყარაჯალარის სკოლის სპორტულ დარბაზში, კიკბოქსში საერთაშორისო ღია პირველობა 2000- 2001, 2002-2003, 2004- 2005 წლამდელ მოსწავლე სპორტსმენებს შორის გაიმართება.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსთან, მიხეილ სვანაძესთან ერთად, სოფელ მთისძირში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე ქეთევან ბელთაძეს სტანდარტული ტიპის ეტლი გადასცა.
პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან, შემდეგ კი შეწყალების კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა გაფართოვდება და მასში სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთვება იმისათვის, რომ უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემა არ არსებობდეს.
მგონია, რომ ადამიანს, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს, რაღა დროს კოდექსებით ცხოვრებაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ქცევის კოდექსის მომზადების თაობაზე გუგული მაღრაძის განცხადების საპასუხოდ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბოლო პერიოდში უმრავლესობის შიგნით განვითარებულ მოვლენებს სტრეს-ტესტს უწოდებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მის მიერ „კოლექტიურ ზარდიაშვილებთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გიორგი ვოლსკის შეფასებას გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.