სულ მცირე 50 ადამიანია მოკლული თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთ ნიგერიის შტატ ადამავაში, იტყობინება პოლიცია.
საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, პარლამენტის თბილისის სასახლეში, შეხვედრები მიმდინარეობს.
თბილისის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს. მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სოციალური კამპანიის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი ძალაშია. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული პ.დ., ყაჩაღობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოსთვის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის 75 მილიონ აშშ დოლარად მიყიდვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე შეკრებილებმა კარვის გაშლა ორჯერ სცადეს, თუმცა, ორივე შემთხვევაში მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. სწორედ აღნიშნული გახდა შეხლა-შემოხლის მიზეზი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააკმაყოფილა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის „ჯაველინის“ და სატყორცნი დანადგარების საქართველოსთვის 75 მილიონ აშშ დოლარად მიყიდვა. მიწოდების საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის კონგრესი მიიღებს, განაცხადა ორშაბათს პენტაგონის სტრუქტურაში შემავალმა თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.