ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის. კადიროვი აღნიშნულ საკითხზე სააგენტო „ინტერფაქსს" ესაუბრა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
განცხადებას ხელს ბელარუსში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო აწერენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 15 ხმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ მიუღიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ო. დააკავეს.
ვლადიმერ პუტინი სოჭში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. კრემლის ვებგვერდის ინფორმაციით, ასადი რუსეთში სამუშაო ვიზიტად იმყოფება.
British Airways-ი სამგზავრო პოლიტიკის ახალ წესებს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ისინი, ვისაც იაფი ბილეთები ექნებათ შეძენილი, ავიალაინერზე ასასვლელად ბოლოს იქნებიან გამოძახებულნი.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კოალიციურ მთავრობის ჩამოყალიბებაზე გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ურჩევნია ახალი არჩევნები ჩატარდეს, ვიდრე უმცირესობის მთავრობას გაუძღვეს.
პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად განიხილავს, რაც შემდგომ ეკონომიკურ სანქციებს განაპირობებს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.