მერიის პრესსამსახურის ცნობით, გეგმური სამუშაოების ფარგლებში, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება. სამუშაოები დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
20 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილმა გახსნა. მან 21 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინა, მოგვიანებით კი საკრებულოს უხუცესი წევრი დაასახელა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას უმასპინძლა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
ცნობილმა მსახიობმა, ჰარისონ ფორდმა ავარიაში მოყოლილი ქალბატონი გადაარჩინა, რომელმაც კალიფორნიის ავტომაგისტრალზე მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებს გაეცნენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0170 პუნქტით გაუფასურდა.
დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. როგორც GUARDIAN.GE-ს თერჯოლის საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარედ პოროპორციული სიის პირველი ნომერი ნინო ჯანელიძე დაასახელეს და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.