თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურთან - საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას" კუთვნილი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ, მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით მკაფიო გამარჯვება მოიპოვა, პირობა დადო, რომ „მტკიცედ გაუმკლავდება“ ჩრდილოეთ კორეას, იუწყება BBC.
სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ა. ნინოწმინდის რაიონის სოფელ კონდურაში დააკავეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი გახდა. იგი კენჭს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ იყრიდა. მას ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 58.62%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი სამველ პეტროსიანი გავიდა. მან ხმების 32.32% მიიღო. სულ 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენი აღდგა და მერობის კანდიდატებს შორის ხმებში სხვაობა სწორედ ეს რამდენიმე ხმაა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თიანეთში, სადაც არსებული 20 საარჩევნო უბნიდან, 20-ვე უბნის შედეგი ცნობილია, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი 50,3%-ით პირველ ადგილზეა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა თვითმმართველობის არჩევნები და მისი შედეგები შეაფასა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.