„ყველა სახლში დამჯდარი ადამიანი გახლავთ ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი ხმა, ეს არის ხელისუფლებისგან წაღებული და მოპარული ხმა", აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

ხვალ საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ხვალ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ ერთად, უნდა დავამარცხოთ უპერსპეტქივობა, უიმედობა და რაც ყველაზე მთავარია, მაფიოზურ-კრიმინალური მმართველობა, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლის პოზიციაზე 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა, 4-მა კანდიდატმა, ელისო ტუკვაძემ, ირაკლი აბშილავამ, ეკატერინე გაბრიჩიძემ და როინ კახიძემ კი, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, მედიათავისუფლების მაღალი ხარისხი და საკონსტიტუციო რეფორმა იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს NDI-ის სადამკვირვებლო მისიას ესაუბრა. 

სრულად...

ყველა ხმას დავიცავთ, არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მივცემთ, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. „დიდგორის ლაშქარი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მზად არის ხვალ გამარჯვების მოსაპოვებლად“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

სრულად...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი „ქართული ოცნების მარნეულის მერობის კანდიდატმა, თემურ აბაზოვმა გააკეთა.

სრულად...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი ოთხი პირიდან ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. განცხადება დაჭრილი პირების მდგომარეობის შესახებ მარნეულის სამედიცინო ცენტრის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტატიანა შენგელაიამ გააკეთა.

სრულად...

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ იხსნება, ცესკო გადასატან ყუთს მიიტანს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი