პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ჯორჯ დაბლიუ ბუშმა და ბარაქ ობამამ თავიანთი წუხილი გამოთქვეს შეერთებულ შტატების ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატის გამო, რაც დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობისადმი ფარული საყვედურის გამოხატვად იქნა მიჩნეული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამთენიისას გაემგზავრნენ.
პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გაუფასურდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი 18:00 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემის წესით გაიმართა. საპრიზო კატეგორიების მიხედვით შეჯიბრში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ესპანეთი კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების პროცესის დაწყებას შაბათს გეგმავს. მთავრობამ განაცხადა, რომ დღის წესრიგში დადგება კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქედების საჭიროება, რაც რეგიონზე, სადაც 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გაიმართა, მადრიდის პირდაპირი მმართველობის დაწესებას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.