„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ხმა დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე 166–ე საჯარო სკოლაში გახსნილ მე-12-ე უბანზე მისცა.
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში გახსნილ მე-6 საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ „სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა“.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა და ხმა მისცა „თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება“.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბირთვულ ფეხბურთს“ თამაშობს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნამ ხეკ ზენმა მოსკოვში, ბირთვული გაუვრცელებლობის კონფერენციაზე.
„მე შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ჩემ თბილისს და თბილისელებს“, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ეროვნული, თანმიმდევრული ძალა, რომელმაც ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორ მოვაგვაროთ ჩვენი სამშობლოს და თითოეული თქვენგანის პრობლემები", აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
„ლეობორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
სულ მცირე 60 ადამიანია მოკლული ავღანეთის მეჩეთებში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბომბების აფეთქების შედეგად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.