მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, - კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
წუხილს გამოვთქვამთ თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო და ასევე შეშფოთებული ვართ, რომ ხალხი დაიჭრა, აღნიშნული განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში წუხელ, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააკეთა.
თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს მედიის წარმომადგენელთან საუბრისას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ამირან გიორგაძე 19 ოქტომბერს სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შიდაპარტიულ დაპირისპირებას გამორიცხავს.
ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდაპარტიული დაპირისპირება, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს” წევრმა, აჰმედ იმამყულიევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 19 ოქტომბერს, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს სწავლობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 4 პირის, მათ შორის, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ჯეიხუნ ჩოვდაროვისა და საკრებულოს მოქმედი დეპუტატის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, უწყებას „გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები“ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანია დაჭრილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.