ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა, განაცხადა რა, რომ ჰავანამ ვერ უზრუნველყო დაეცვა ამერიკელი დიპლომატები საიდუმლოებით მოცული ბგერითი თავდასხმებისაგან.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი როსტომ მაგრაქველიძე, სოფელ დამალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ემინ ბალოიანთან ერთად, მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი ჯგუფის „Al-Bawani"- ის აღმასრულებელი დირექტორი ფახერ ალ შავაფის განცხადებით, საუდის არაბეთისთვის საქართველო თავისი ეკონომიკური შესაძლებობებით საინტერესო ბაზარია და თბილისში გამართული შეხვედრებისას თანამშრომლობის საინტერესო მიმართულები გამოიკვეთა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დააკმაყოფილა დაღესტნის ხელმძღვანელის, რამზან აბდულატიპოვის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ფრაქცია „ედინაია რასიას“ თავმჯდომარე ვლადიმერ ვასილიევი დანიშნა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა სოფლების, ქვენობანის, ბუკნარისა და ბასილეთის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იურიკ უნანიანი სოფლების, დადეშის, კარწახის, ფილიპოვკის, ბოზალის, მიასნიკიანის, ერინჯის, დავნიისა და სულდის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუსეთში ჯონ ჰანტსმანმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდნ აცნობეს, ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილი წარუდგინა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ობჩის მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.