პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კანონმდებლებმა საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ სამშაბათს განაცხადა, რომ ლონდონის „თაუერ ჰილის“ მეტროსადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც მატარებელში მობილური ტელეფონის დამტენი მცირე აფეთქებისა და ცეცხლის გამოწვევის მიზეზი გახდა.
„დღეს ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
„ჩაკრულოს“ კვირეულის ფარგლებში, მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი, ჯონ კასანი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი, შოთა ნარეკლიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ კონდოლის მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მერობის კანდიდატი თემურ ჩუბინიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მერობის კანდიდატი გიორგი ერბოწონაშვილი ხაშმსა და პატარძეულში მოსახლეობას შეხვდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფლების, ზიარის, ფხოველის, ქოდალოსა და გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.