თბილისში, ზემო ფონიჭალაში 206-ე საბავშვო ბაღის მე-2 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გადმოვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები სერიოზულია.
გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
დასავლეთ სანაპიროზე, ებრაული ახალშენის შესასვლეში, შეირაღებულმა პალესტინელმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი ირაღით სამი ისრაელელი მოკლა, ოთხ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. ინფორმაციას BBC ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ომის გამოცხადებაში დასდო ბრალი. რი იონგ ჰომ რეპორტიორებს ნიუ იორკში უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეას უფლება გააჩნდა ჩამოეგდო შეერთებული შტატების ბომბდამშენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში არ იმყოფებოდნენ.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე არგვეთის თემის მოსახლეობას შეხვდა.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვის გადმოვარდნის შემდეგ, 206-ე ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება.
„116 დეპუტატის თანხმობა არის იმაზე, რომ ამ დოკუმენტს ექნება მხარდაჭერა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან თამამად შევთავაზეთ ვენეციის კომისიას ამ დოკუმენტის ინიცირება და დავდეთ პირობა, რომ ეს დოკუმენტი იქნება მიღებული, რაც გაითვალისწინებს ბონუსის ამოღებას კონსტიტუციიდან და ერთჯერადად ბლოკების დატოვებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას მთლიანადაა აცდენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.