ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში სკოლამდე მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პრობლემებისადმი კომპლექსური მიდგომა და ეკონომიკური განვითარების გზით სოციალური პრობლემების გადაჭრა - ეს ის საკითხებია, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია, ქალაქის განვითარებისთვის გეგმავს.
მინდა დავარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი „კონსტრუქციულად იმოქმედებს და ვეტოს უფლებას კონსტიტუციური კანონის პროექტის მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება".
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, აუცილებლად ახდება და ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
მე მჯერა, ჩვენ შევძლებთ იმას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი, დავიბრუნოთ ჩვენი სამაჩაბლო, აღნიშნული განცხადება გმირთა მემორიალთან „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.