სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
მუნიციპალიტეტებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებსა და შესაწამლ პრეპარატს გადასცემს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უფლებამოსილია რიგგარეშე სხდომაზე 26 სექტემბერს შეიკრიბოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გაუფასურდა.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. იგი ქვეყნის პარლამენტს ხუთშაბათს დაშლის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციას არ შეესაბამება და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.
კანადაში, ქალაქ ტორონტოში რიგით მესამე ყოველწლიური სიმპოზიუმი „დაჭრილებზე ზრუნვა 21-ე საუკუნეში” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა დელეგატებმა - თავდაცვის მინისტრის ამერიკელმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განსახილველად რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, ხელს არ აწერს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, და DIB-ის დირექტორმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არა ბაბლოიანი მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.