პოლიციამ დააკავა მოზარდი, რომელმაც მოსკოვის გარეუბანში, ივანტეევკაში, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები განახორციელა.
ქალაქ ხობში ქუჩების აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ასფალტის საფარი ჯამში2600 მეტრ მანძილზე დაიგო. 2013 წლიდან დღემდე ქალაქ ხობში 18 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 8-თვიანი განხილვების შემდეგ, განაჩენი გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული უფლებაა მიაწოდოს უკრაინას ლეტალური იარაღი, მაგრამ მისი აზრით, ეს მდგომარეობის გამწვავებას გამოიწვევს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოების კუნძულის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება ასევე კახეთის რეგიონსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე შილდის ტყეში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მიერ სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს და ვაშინგტონსა და ნიუ იორკში საკონსულო ობიექტების დახურვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის კუთვნილი ქონების ხელყოფა და აღნიშნა, რომ მიმართავენ სასამართლოს.
ნიუ იორკში ჩრდილოეთ კორეის საკითხზე საგანგებოდ შეკრებილ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ჩინეთმა, ფხენიანის მთავარმა მოკავშირემ, მოუწოდა მხარეებს, რომ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და შვეიცარიამ შუამავლის როლი შესთავაზა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდება. ამის შესახებ საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის ერთ-ერთი ადვოკატი გოორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.