ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
თბილისში, ვაკეში, პიქსელის შენობასთან ქმარმა ცოლი დაჭრა, ინციდენტის შემდეგ კი, დანით თვითდაზიანება მიიყენა.
ყაზბეგში, მყინვარწვერზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 4300 მეტრის სიმაღლეზე, მწვერვალზე ასვლის დროს მოხდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის. მისი ვარაუდით, დღის ბოლოსკენ ხანძარი სრულად ლოკალიზებული იქნება.
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობას და პერსპექტივებს, წინა შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროექტების შესრულებას, დასახავენ სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის. შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი განცხადების ხელმოწერა.
როგორც ცნობილია, თავისუფლება და დემოკრატია არ არის თავისთავადი მოცემულობა - ის ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძემ მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ვანო ხუხუნაიშვილის მეგობრებთან ერთად ეროვნული მოძრაობის ლიდერისა და სახელმწიფო მოღვაწის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
მესტიის მუნიციპალიტეტში, მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის 3 დღიანი ტურნირი დასრულდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი და „Agile Spirit 2017" სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. პოლკოვნიკმა სასწავლო ოპერატიული ბრძანების გაცემის ბრიფინგი მოისმინა და სწავლების დეტალების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.