შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში დაჟინებით მოუწოდა უშიშროების საბჭოს „რაც შეიძლება ყველაზე მკაცრი“ ზომები მიიღოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდის გამო.
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში 27-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთის ინსტიტუტის ორგანიზებით, 5-7 სექტემბერს კრინიცა-ზდრუიში ჩატარდება. ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან, ლევ სარქისოვთან ერთად, ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად, ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა.
ახალი კვლევის თანახმად, 50 წლის მამაკაცებში ათიდან ერთის გულის ასაკი თავიანთ წლოვანებაზე 10 წლით დიდია, რაც ფატალურ გულის შეტევების რისკს ზრდის.
კახეთის რეგიონში საგანგებო შტაბი მუშაობას განაგრძობს. შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.
მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი, რომელიც, ძირითადად, ტურიზმის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, ამის შესახებ ჰოლდინგის პრეზიდენტმა და ავიაკომპანია ELLINAIR-ის მფლობელმა ბორის მუზენიდისმა გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა წარადგინეს ანგარიში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე.
საჯარისო ნაწილები ბელგიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე საჰაერო წარმოდგენისას ვერტმფრენიდან გადმოვარდნილი პილოტის სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0115 პუნქტით გაუფასურდა.
ლოს-ანჯელესის ასობით მოსახლეს ნება დართეს სახლში დაბრუნებულიყვნენ მას შემდეგ, რაც ქალაქის ისტორიაში უდიდესი ხანძარი თანდათან ნელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.