ქალაქ ცაგერში ქუჩების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 610 000 ლარს შეადგენს.

სრულად...

პოლონეთში, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრს შტაბის წევრებმა ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სრულად...

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურა გოგიასთან ერთად, გომის თემში იმყოფებოდა, სადაც ხიდის მშენებლობა დასრულდა. მათ ასევე მოხრეშვითი სამუშაოები მოინახულეს და ხალხს გაესაუბრნენ.

სრულად...

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 15 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰილიკ ბარს შეხვდა. შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელის სახელმწიფოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. 

სრულად...

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

სრულად...

2014 წლიდან დღემდე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით 7000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა და მათი დახმარების მიზნით, ჯამში 1 496 127 ლარი გაიცა.

სრულად...

„ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნა. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0424 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი