თბილისში, დიდ დიღომში „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ცალკეული კერების ჩაქრობა ხორციელდება.
ხონის მუნიციპალიტეტის გორდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას თვალის კლინიკა „ოფთალმიჯის" კვალიფიციურმა ექიმებმა თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აბაშის რაიონის სოფელ მარანში, ერთი პირი დააკავეს.
თბილისში, გელოვანის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის" საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის" ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
თერჯოლაში, სამედიცინო ცენტრ „თერჯოლა მედში“ მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრამდე უფასო ქირურგიული ოპერაციები ჩატარდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
2017 წლის ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ ივლისში 1 270 000 ლარი შეადგინა.
2017 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ” მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოწირულობის მიხედვით, მეორე ადგილზე „ევროპული საქართველო”, ხოლო მესამე ადგილზე „გირჩია”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 9-წლისთავთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.