ადამიანი, რომელმაც პირველმა გააცოცხლა მსოფლიოში ცნობილი გიგანტური გოძილა, გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC ფილმის კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.
გულწრფელად გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო და მჯერა, რომ უახლოეს დღეებში მომეცემა საშუალება დეტალური განმარტება გავაკეთო, ასე ეხმაურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მის მიერ რამდენიმე დღის წინ, მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალები, საფლავები და ოჯახის წევრები მოინახულეს. მათ გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირთა ნათელ ხსოვნას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაზეთ „პრაიმტაიმის" წიგნის „გმირი“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ღონისძიებას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებთან ერთად დაესწრო.
ხონის მუნიციპალიტეტში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ხონიდან ოთხი ახალგაზრდა შეეწირა.
2008 წლის აგვსიტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ და წალკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პარლამენტის ეზოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და ომში დაღუპული ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის დედასთან ერთად აგვისტოს ომის ამსახველი კადრები დაათვალიერეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ვარკეთილში, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.