სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და საჯარო მოხელეებმა მოქალაქეებთან ერთად აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შემაკეს.
8 აგვისტო არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაციის - ამ ისტორიული უსამართლობის გამართლებას და საქართველოს საზღვრების შეცვლას, თუმცა არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს დღვანას უბანში გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 422 315 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქეოპოლისი" ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 10 ადამიანი.
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს დაღუპული 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NBA-ის ჩემპიონობა მიულოცა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და Golden State Warriors-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.