საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 მარტი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-ს წამყვანი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და საქართველო - ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და საქართველო - ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში! საქართველოს პრემიერ მინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში, რაც ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგია - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბერძენ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.
ევროკავშირის სივრცეში პირველი ქართველი უვიზო მგზავრები ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და ლარნაკაში მიიღეს. მინისტრის პირადი ინიციატივით ოთხივე ქვეყანაში ჩასულ ერთ-ერთ პირველ ქართველ მგზავრებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები დახვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.