პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედება მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოში სამდღიან სახელმწიფო ვიზიტად მყოფი ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზა-ლიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზა-ლიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ქართველ კოლეგას.
საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება.
„საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება,” მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე,” რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.
სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა.
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის, ივეტა ვეიონისის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი ულოცავს.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მინისტრმა საზოგადოებას ისტორიული შედეგი მიულოცა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს დაიცვან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული წესები და პროცედურები.
„დღეს ისტორიული დღეა - საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.