საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გაუფასურდა.
აღმოსავლეთ საფრანგეთის ალპებში, ტინის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავმა სულ მცირე 4 ადამიანის, მათ შორის ორი მოზარდი ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობაზე საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ „პოლიტიკური ქულების დაწერა ცოტა გამაღიზიანებელია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ ამ საკითხთან მიმართებაში".
ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი კონსტიტუციის მეორე თავის მუხლების პირველად განხილვებს განაგრძობს.
BBC-ის საიდუმლოდ გადაღებულმა ფილმმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ციხეში არსებული ქაოსი გამოამჟღავნა.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში" ბორდის წევრების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სამეურვეო საბჭომ არხის გენერალური დირექტორისთვის წარსადგენი დოკუმენტი უნდა შეიმუშავოს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.