შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ეგიდით, საჯარო სკოლებში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
ჩრდილოეთ კორეამ მის აღმოსავლეთ სანაპიროდან იაპონიის ზღვის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც პირველი ამგვარი სარაკეტო გამოცდაა მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო უფლებამოსილებას შეუდგა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ვაშინგტონში, 6-8 თებერვალს გამართული სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების შემდგომ მოკლე პერიოდში, საქართველოს დელეგაციების მიერ გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს შეერთებული შტატების დაინტერესებას საქართველოს მიმართ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს აზერბაიჯანის პარლამენტს (მილი მეჯლისი) ესტუმრა. თეა წულუკიანი აზერბაიჯანელ პარლამენტარებს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხებს კურირებენ, საფრანგეთის რეფორმების მინისტრთან ერთად შეხვდა.
„ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დროულად ვიმსჯელოთ და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებები მივიღოთ,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართული შეხვედრისას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯვრის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.