საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაბა ჰოჰენფელზში, აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ.
შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ მისი მიზანია ჩამოაყალიბოს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ამერიკის ახალ ლიდერთან და ხაზი გაუსვას იაპონია-შეერთებული შტატების ალიანსის სიმტკიცეს. თავად ამერიკის პრეზიდენტმა კი აბესთან შეხვედრის შემდეგ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იაპონიასთან ალიანსის გაძლიერების აუცილებლობას და რეგიონში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაკავებლად ერთობლივი თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც 515 ათას ლარადაა შეფასებული, გაცილებით ძვირადღირებულია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, განსაკუთრებით კი საბაჟოს მიმართულებით ხორციელდება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტად ბაქოში იმყოფება. წულუკიანი აზერბაიჯანს ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ესტუმრა. მისი ვიზიტიც სწორედ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ფიქრატ მამადოვთან შეხვედრით დაიწყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უკრაინის პოლიციამ კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის გელა ქარდავა დააკავა.
ასიათასობით ირანელი გამოვიდა თეირანის ქუჩებში თავიანთი სულიერი ლიდერების მხარდასაჭერად და შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ, რომელმაც ირანი „გააფრთხილა“ და მას სანქციები დაუწესა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა და 100 ერთეული ნარჩენების კონტეინერი შეიძინა.
აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა სტივენ ჰიქსმა საქართველოში საქმიანობა დღეს დაასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.