ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, ოპერატიულად განხორციელებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაწვას გადაურჩა. ნაწილობრივ დაზიანდა სახურავი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში, ბერლინში იმყოფება, აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოება დაცულია.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ადასტურებს.
ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ მან კვირას „წარმატებით“ გაუშვა ბალისტიკური რაკეტა ლიდერის, კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით.
სპეციალურმა 1 260 წევრისაგან შემდგარმა ასამბლეამ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიის რესპუბლიკის მე-12 პრეზიდენტად აირჩია. იგი 18 მარტიდან შეცვლის ახლანდელ პრეზიდენტ იოახიმ გაუკს, რომელმაც ერთი 5-წლიანი ვადის შემდეგ 77 წლის ასაკში თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქრისტიან ლაგარდმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში მომავალი არჩევნების შესახებ წუხს, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაჟინებით ირწმუნება, რომ ევროზონა მისი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში პროგრესის გზაზე დგას.
იელის უნივერსიტეტის განცხადებით, ის სახელს შეუცვლის მის ქელჰუნის კოლეჯს მას შემდეგ რაც პროტესტანტებმა განაცხადეს, რომ Ivy League -ის სკოლამ მის აღზრდილ კადრს, რომელიც ცნობილი ადვოკატი იყო მონობის, უნდა ჩამოართვას მის მიერ მინიჭებული საპატიო წოდება. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოს ეწვია, სადაც მას თავმჯდომარე რამიზ რზაევმა უმასპინძლა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი აზერბაიჯანს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის რანგში ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.