საერთაშორისო ორგანიზაციამ, Freedom House-მა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ 100 შესაძლო ქულიდან 64 მიიღო და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის დიდი აღიარება - „მორაბანკ ანდორას" ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის იანვრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
თბილისის მერიის ცნობით, 2 თებერვლიდან „მანი“-ს ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებს - სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის, დავით გელაშვილის განცხადებით, ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 13 000 კვადრატული მეტრია დამწვარი.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო ქალაქში 20-25 სმ-ია.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, მონადირეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძლადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება, სადაც, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.