ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს ოქროს ბირჟის საცავებში შესვლის ნება დართეს. მათ კუთვნილი ძვირფასეულობის აღწერის და ფოტოგადაღების საშუალება გამომძიებლებთან ერთად აქვთ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის და ზედამხედველობის ახალი მექანიზმის შექმნას შეაფასა და განაცხადა, რომ „ეს იქნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას".
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ4-კმ29 (თერჯოლა-ტყიბული) მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობისგან გამოწვეული პრობლემების გამო, 400-მდე აბონენტს ელექტროენერგია, ხოლო 100-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის შენობაში შესვლასა და კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 13:00 საათამდე აძლევენ ხელისუფლებას დროს სავაჭრო ცენტრში შესაშვებად, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში ძალით შესვლას გეგმავენ.
დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების მოქმედი გენერალური პროკურორი სამსახურიდან დაითხოვა მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტის საემიგრაციო აკრძალვის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის თქმით, სოფელ ტიბაანში კულტურის სახლის ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში კულტურის სახლის ყოფილი შენობა იწვის. როგორც Guardian.ge-ს სიღნაღის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა განუცხადა, შემთხვევის ადგილზე კახეთის რეგიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები სრულად არიან მობილიზებული.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.