შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, გუშინ ღამით, თბილისის სხვადასხვა უბანში გზის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა და დაიყარა ტექნიკური მარილი.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

სრულად...

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ისევ გადაუღებლად თოვს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. 

სრულად...

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ადასტურებს, რომ გერონტი ცატავა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული და გალის ე.წ იზოლატორში იმყოფება, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სრულად...

„ოქროს სამყაროს" კომერციული დირექტორის, მირიან მარიამიძის თქმით, ე.წ. ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე არსებულ „ოქროს სამყაროს" 270 საცავიდან 264 უკვე გახსნილია და მეპატრონეებს ძვირფასი ნივთები გატანილი აქვთ.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებისგან.

სრულად...

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, დილიდან სასოფლო გზების, ქუჩების სავალი ნაწილისა და ტროტუარების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 იანვარი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი