საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უწყებაში გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით განცხადება შევიდა, მოხდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება და საკონსულოს ინფორმირება.
შს სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის უფლებები იყოს დაცული, - აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.
მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე, რომლებმაც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობასა და ლამის მოღალატეობაში დაგვდეს ბრალი; - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი ცერცვაძის საქმეზე მთავრობის მისამართით გაკეთებული ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, „საქართველოს მთავარი პროკურორი უკრაინის გენერალურ პროკურორთან ყოველწუთიერ კონტაქტზეა".
ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი ცერცვაძის საქმეზე ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დევნილთათვის 45-ლარიანი დახმარების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „ნეგატიურ პიარნაბიჯს" უწოდებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების სესხების დაკავშირება კურსის გაუფასურებასთან სწორი არ არის.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იმისთვის რომ საქართველოს სტრასბურგიდან მოსამართლეთა სია დაბრუნებოდა „ძალიან ბევრმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა".
დახმარება უნდა მიიღოს არა ყველა დევნილმა, არამედ დახმარება უნდა მიიღოს ვისაც უჭირს, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები უნდა მიემართოს სწორედ გაჭირვებული დევნილების დასახმარებლად, - ასე ეხმაურება დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დევნილთათვის 45-ლარიანი დახმარების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებას ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.