ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ საკრებულოს წევრის, თედო კობახიძის მიმართ კითხვები არსებობს, " მათ ყველას პასუხი უნდა გაეცეს".
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 მონაკვეთზე, მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ნ. ა. თბილისში დააკავა.
უზარმაზარი სამძებრო ოპერაცია „24 საათის განმავლობაში“ მიმდინარეობს შავ ზღვაში მას შემდეგ რაც კვირას, გამთენიისას, სოჭიდან აფრენილმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა და შავ ზღვაში ჩავარდა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა შეერთებული შტატების ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოზე შეერთებული შტატების მიერ გამოხატულმა თავის შეკავების პოზიციამ 15 წევრისაგან შემდგარ საბჭოს საშუალება მისცა მიეღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელს დაჟინებით მოუწოდებს დაასრულოს ახალშენების უკანონო მშენებლობები ოკუპირებული პალესტინის მიწაზე. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე 18-მეტრიანი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, სადაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
შავ ზღვაში ჩამოვარდნილ რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე მყოფი 92-ივე ადამიანი დაიღუპა. „ტუ-154“-ის ბორტზე, რომელიც მოსკოვიდან სირიაში მიფრინავდა და საწვავის შესავსებად სოჭში დაშვების შემდეგ აფრენიდან 2 წუთში გაუჩინარდა რადარებიდან, წითელი არმიის გუნდის მომღერლები, მოცეკვავეები, ორკესტრის წევრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას „როიტერსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩილეში მომხდარი მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.