სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული და ბევრი სხვა დაჭრილი მას შემდეგ რაც კვირას „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ ალ-ბაბში თავდასხმა წამოიწყო, რათა ადამიანებისათვის ქალაქიდან თავის დაღწევაში ხელი შეეშალათ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ თურქეთის სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დამნაშავედ სცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი რჩება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში კომერციული ობიექტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რომ 2016 წელს გეგმით გათვალისწინებული პროექტები 100%-ით განხორციელდა და ერთადერთი პროექტი, რომელიც დროულად ვერ შესრულდა ეს არის კანიონის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობა, რადგან სამუშაოები გვიან დაიწყო, რასაც თან უამინდობაც დაერთო და ყოველივე ეს პროექტის სათანადო ვადებში დასრულებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
8 წელია, “ ნაციონალური მოძრაობის” ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი "ხუნვეიბინები" რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ქვია, - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იანვრიდან სამუშაო ჯგუფის ფორმატში აქტიური მუშაობა დაიწყება.
ვიმედოვნებ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილება იქნება კანონზე დაყრდნობით და სამართლიანი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით გააკეთა.
თბილისში, დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი გაიხსნა. დედაქალაქის მერიის ცნობით, დავით ნარმანია საახალწლო ქალაქში ოჯახთან ერთად მივიდა და ვახტან კახიძის კონცერტს, ”საშობაო ზღაპარს” დაესწრო.
ფილიპინებზე თავსდამტყდარი მძლავრი ტაიფუნი მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ მანილასკენ მიემართება. სამოქალაქო თავდაცვის ოფიციოზმა „უკიდურესი განგაში“ გამოაცხადა, რადგან შტორმი დედაქალაქს ორშაბათს, მოგვიანებით დაატყდება თავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.