საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აზერ ჰუსეინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, gwp-ის 2017 წლის საყოფაცხოვრებო ტარიფი მრიცხველიანი და უმრიცხველო აბონენტებისთვის უცვლელი დარჩა, კომერციული ობიექტებისთვის კი ერთნახევარი თეთრით გაიზარდა.
„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ დღეს სწრაფი გამყარება დაიწყო. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6500 ლარი შეადგინა (თბილისის დროით, 14:05 საათი), მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.7050-ით გაიხსნა. საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენიმე საათში 0.0575 პუნქტით გამყარდა.
.საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი და ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გააკეთა.
საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - განათლების რეფორმა იწყება - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეფორმის პრეზენტაციას, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვები დაწესებულია შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთებზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი შეხვედრა სამხედროებთან დასავლეთ საქართველოში გამართა.
"დღეს გვაქვს ასეთი მოდელი - ძლიერი პრემიერ მინისტრი, სუსტი მთავრობა, სუსტი პარლამენტი, სუსტი პრეზიდენტი - ეს არის მოქმედი კონსტიტუციის საერთო ბუნება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-ს აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა.
შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.