შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილებაში ორმა მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 335-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ივანე ზურაბაშვილი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის კმ38-კმ50 (ტვიში-ალპანა) მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. ცენტრალური ნაძვის ხე თოვლის ბაბუამ „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებთან და ბავშვებთან ერთად აანთო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და მომხდარის შედეგად დაღუპული სამხედროების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
გორში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ახალი შეთანხემბა იქნა მიღწეული, რომლის თანახმადაც სირიის რამდენიმე ალყაშემორტყმული ანკლავიდან ევაკუაცია განხორციელდება, განაცხადეს სირიის მთავრობის და ამბოხებულების წარმომადგენლებმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქედის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1.50 სმ-ს აჭარბებს, დაბლობში კი 50 სმ-ია. უამინდობამ ელექტრომომარაგებისა და გადაადგილების პრობლემა შექმნა. ქედის გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოფლებს, სილიბაურს, გარეტყეს, სიხალიძეებს, მერისსა და ორცვას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.