2017 წელს ჩვენ კვლავ ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ეს იქნება მკვეთრი შემცირება - 22,3 მლნ ლარი, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დანაშაულის სტატისტიკის არსებული მეთოდოლოგია გააცნო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0151 პუნქტით გაუფასურდა.
კრემლი თეთრი სახლის მხრიდან მოსკოვისადმი წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსმა ჰაკერებმა „დემოკრატების“ ოფიციალური ელექტრონული წერილები მოიპარეს და ამით და დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვების მიღწევაში დაეხმარნენ.
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება, იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების გაზრდილმა სტატისტიკამ განაპირობა.
დიდთოვლობის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. როგორც ქვემო სვანეთის მცხოვრებლები აცხადებენ, შემოდგომიდან მოყოლებული ხშირია ელექტროენერგიის გათიშვა, ზამთარში კი დენის წასვლა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია - სათანადოდ არ იწმინდება ცენტრალური გზა, სადაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ერთმანეთისთვის გვერდის ავლას ვერ ახერხებენ.
თბილისში გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალი მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამბასადორიალში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი პირველად მასპინძლობს, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების და ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 09:28 საათზე, თბილისიდან 48 კმ-ში, ქალაქ გორში დაფიქსირდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს საჩუქრად ცნობილი ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის შემოქმედების შესახებ წიგნები გადაეცათ.
სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია შეაჩერა, ბრალი დასდო რა ამბოხებულებს შეთანხმების პირობების დარღვევაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.