საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ "კონსტიტუციის გასაუმჯობესებლად, ყველა ინსტიტუტი უნდა დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან". მისივე აზრით, "თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის ამაზე, ეს ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემაა".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს 5 თანამშრომელი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართა.
ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის დაზიანებული მილსადენი აღდგენილია და ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება.
აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია გრძელდება, თუმცა ღამით პროცესი შეჩერებული იყო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე მისცა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ვ.პ. თბილისში დააკავეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იურისტი დევიდ ფრიდმანი ისრაელში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე შეარჩია. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.