ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ამჟამად, ამგვარი სტატუსის მხოლოდ 10 ობიექტია.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ პარკ ჟინ ჰეს კორუფციის სკანდალთნ დაკავშირებით იმპიჩმენტის კენჭისყრა განახორციელა. ამის შესახებ BBC წერს.
ჰამბურგში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცერი დააკავა.
"ქვეყნის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაჩქარებას. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იქნება ამის კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს -განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხელ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვახშამი “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან გამართა.
დუშეთში ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, 5 ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვასა და ბელორუსის 9 ისტორიული ქალაქის ხელმძღვანელი პირებისა და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეკრება გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.