საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებას უახლოეს მომავალში ელოდება. ამის შესახებ ჟან მარკ ერომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
ჰამბურგში - ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავუორის შეხვედრისას აღინიშნა.
კანადა მზად არის კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან დიონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს.
დღეს ჩვენი დროის თვალსაჩინო პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI -ის პრეზიდენტ,ს ჯენ ვოლაკს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუნედტებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას აფასებს და აცხადებს, რომ "შეჩერების მექანიზმი უშუალოდ საქართველოს არ უკავშირდებოდა, მაგრამ ეს იყო მთავარი წინაღობა, რომელიც უვიზო მიმოსვლის უფლების დროზე მიღებაში გვიშლიდა ხელს".
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს კლოდ ბარტოლონეს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში “ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის - OGP 16” მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან მარკ ეროს სახელით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.